ხელი შეუწყოს არაოფიციალური განათლების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების გაძლიერებას აქტიური მონაწილეობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის
• გააცნოს ახალგაზრდებს ინტერკულტურული გაგების, მშვიდობისა და სოლიდარობის მნიშვნელობა კავკასიაში, ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ
• ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობისა და ტოლერანტობის გავრცელებას
• ახალგაზრდა ადამიანების უნარებისა და ცოდნის განვითარება განათლების გზით, ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების გამოყენებით
• გააუმჯობესოს ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხი, ვოლონტიორობით
• წაახალისოს ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის განვითარება, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მდგრადობას
YFW-ს მთავარი აქტივობები მოიცავს ტრენინგებს, სემინარებს, ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს,კვლევით ვიზიტებს, ბანაკებსა და კონფერენციებს. YFW-ს აქვს დიდი გამოცდილება ახალგაზრდების, ახალგაზრდული ლიდერების, ახალგაზრდული მუშაკების და სხვადასხვა სამოქალაქო საზოგადოების თუ სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მომზადებაში, კონსულტაციებსა და ტრენინგებში პროექტის მენეჯმენტში, ორგანიზაციული მედეგობის გაზრდაში, საერთაშორისო თანამშრომლობაში, მაღალი ხარისხის ახალგაზრდული სამუშაოს განვითარებაში, ახალგაზრდების მონაწილეობის, ინტერკულტურული სწავლების, მშვიდობის მშენებლობისა და სხვა შესაბამის საკითხებში.